ბიოგრაფია/Biography

თემურ ყვითელაშვილი - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვირტუოზი გიტარისტი, კომპოზიტორი, მომღერალი, არანჟირებების ავტორი.
დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო.
თემურ ყვითელაშვილი არის თვითნასწავლი გიტარისტი, იგი მუსიკალური განათლების გარეშე დამოუკიდებლად დაეუფლა გიტარაზე დაკვრას და გამოიმუშავა გიტარაზე დაკვრის საკუთარი სტილი.
თემურ ყვითელაშვილი არის პირველი ქართველი გიტარისტი საქართველოში, რომელმაც 1975 წლიდან დაიწყო ქართული კლასიკური და თანამედროვე მუსიკის დამუშავება და ტრანსკრიპციების შექმნა ელექტრო გიტარისთვის.
თემურ ყვითელაშვილმა აგრეთვე შექმნა ტრანსკრიპციები და დაამუშავა ელექტრო გიტარისთვის მსოფლიო კლასიკოსების: ბახის, მოცარტის, პაგანინის, შუბერტის, რიმსკი-კორსაკოვის, შოპენის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.
თემურ ყვითელაშვილი არის პირველი ინსტრუმენტალისტი საქართველოში, რომელმაც ჩაატარა სოლო კონცერტი თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
თემურ ყვითელაშვილი სოლო კარიერის პარალელურად თანამშრომლობდა ცნობილ და აღიარებულ ინსტრუმენტალისტებთან, ვოკალისტებთან და ანსამბლებთან როგორც საქართველოში, ისე ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
თემურ ყვითელაშვილი 1985 წლიდან უკვე ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად ყოფილი საბჭოთა კავშირის და ბალტიის პირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე.
თემურ ყვითელაშვილი მრავალი წლის განმავლობაში იყო და არის მსოფლიოში ცნობილი და პრესტიჟული გატარების და მუსიკალური აღჭურვილობის ბრენდების სახე, მას ყოველწლიურად იწვევენ ისეთ პრესტიჟულ გამოფენებზე როგორებიც არის: "NAMM Show", "NAMM Musikmesse", "Moscow - Music ".
თემურ ყვითელაშვილის მუსიკა და კონცერტები ხშირად გადაიცემა რადიოთი და ტელევიზიით.
თემურ ყვითელაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიაში იყო ავტორი და წამყვანი გადაცემის: "თანამედროვე მსოფლიო საგიტარო ხელოვნება", რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
თემურ ყვითელაშვილის სახელი შეტანილია ენციკლოპედიებში:
"ვინ ვინაა საქართველოში", "საქართველოს მუსიკალური ენციკლოპედია".
თემურ ყვითელაშვილი სოლო კონცერტებით და მასტერკლასებით გასტროლებზე იმყოფებოდა ისეთ ქვეყნებში როგორებიც არის:
აშშ, კანადა, ინგლისი, ავსტრალია, იაპონია,სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ისრაელი, ავსტრია,ბელგია, შვედეთი, რუსეთი, გერმანია, უკრაინა, ყაზახეთი, ბალტიის პირეთის ქვეყნები და მრავალი სხვა.
თემურ ყვითელაშვილს სოლო კონცერტები აქვს ჩატარებული ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში როგორებიც არის:
"Carnegie Hall ", "Birdland ", "The Baked Potato ", "La Ve Lee", "Дом Музыки ", "Iridium " და მრავალი სხვა.
თემურ ყვითელაშვილი სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოდიოდა ისეთ ლეგენდარულ გიტარისტებთან ერთად როგორებიც არიან:
Allan Holdsworth, Les Paul , Scott Henderson, Tommy Emmanuel, Michael Angelo Batio და სხვა.


ჯილდოები

წლის საუკეთესო გიტარისტი
ნომინაცია "ფიუჟენ"("Fusion")
ქ. ლოს ანჯელესი, აშშ, 1994 წელი.

საქართველოს საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
ქ. თბილისი, საქართველო, 1996 წელი.

საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი
ქ. თბილისი, საქართველო, 1998 წელი

მსოფლიო რეკორდი -"გინესის რეკორდების წიგნი "
30 საათი შეუჩერებელი დაკვრა გიტარაზე
ქ. ანგარსკი, რუსეთი, 2004 წელი.

ისრაელის სახელმწიფოს
"საპატიო სიგელი "
2018 წელი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
"საპატიო სიგელი"
2019 წელი


ახალციხის საპატიო მოქალაქე
2013 წელი

თბილისის საპატიო მოქალაქე
2013 წელი



თემურ ყვითელაშვილს ჩაწერილი აქვს 9 სოლო ალბომი.





As one of the top guitarists in the world, as well as a composer, singer, and arranger; Temur was born in Tbilisi, Georgia.

Temur is a self-taught musician, he learned to play guitar as a true master of his instrument without any formal music education and developed his own style of playing over many years of intense self-education.

From the age of 15, in addition to his own compositions, Temur was the first Georgian guitarist to adapt and perform transcriptions of Georgian classical and modern music for the guitar; in addition to this unique achievement, he has also done his own arrangements for the guitar of world renowned classics, works by such composers as Bach, Mozart, Paganini, Schubert, Rimsky-Korsakov, Chopin and many others.

Temur Kvitilashvili is the first instrumentalist of Georgia to have ever performed a solo concert in Tbilisi’s Great Hall of the Philharmonic, (In the Republic of Georgian). In addition to his solo career, Temur Kvitilashvili has collaborated with many other famous instrumentalists, vocalists and ensembles in Georgia, a territory of the former Soviet Union, and many time abroad.

Since 1985, Temur Kvitilashvili had already been considered one of the best guitarists in the territories of the former Soviet Union and the Baltic countries.

For many years, Temur Kvitelashvili has been the face of numerous world famous guitar and musical equipment brands. Temur also annually visits the most prestigious exhibition in Los Angeles (California) - NAMM Show as a representative of various brand names.

Temur's music can often be heard on the radio and television programs.

Temur Kvitilashvili was also the creator and host of the Georgian television program "Contemporary world guitar art."

The name Temur Kvitelashvili is included in the encyclopedia under "Who is who in Georgia", as well as in the "Encyclopedia of Georgian Music".

Temur has toured as a solo artist and conducted master classes in countries such as the USA, Canada, England, Australia, Israel, Japan, Austria, France, Germany, Russia, South Africa and many others.

Temur Kvitelashvili has performed solo concerts in such prestigious halls as Carnegie Hall, Birdland, The Baked Potato, La Ve Lee, House of Music, Iridium and many others. Temur has also performed with such guitarists as Les Paul, Allan Holdsworth, Tommy Emmanuel, Scott Henderson, Michael Angelo Batio, as a special guest.

Awards

In 1994, in Hollywood (USA) Temur Kvitilashvili was named the best Fusion guitar player of the year.

In 1996, Temur was named the best instrumentalist in Georgia.

In 1998, Temur was awarded the Order of Honor by the the President of Georgia.

In 2004, Temur Kvitelashvili set a world record for the Guinness Book of Records - 30 hours of continuous guitar playing.

In 2013, Temur was elected Honorary Citizen of Akhaltsikhe (Georgia) (the city in which Temur's father was born).

In 2013, Temur was elected Honorary Citizen by the city of Tbilisi.

Temur Kvitelashvili has recorded 9 solo albums to date, with more to come.